Header Ads

როგორ გავიდიდოთ მკერდი,უკანალი და გამოვჩნდეთ უფრო სექსუალურები? – გამაოგნებელი ხრიკები











ქალები ჯერ კიდევ კლეოპატრას დროიდან ეშმაკობდნენ: იღებავდნენ წარბებს, წამწამებს, გამოიგონეს პუდრი და ბევრი სხვა ხრიკი, რომ უფრო ლამაზები, შთამბეჭდავები და სასურველები გამოჩენილიყვნენ. სამოსითაც ქალი ყველა ეპოქაში ცდილობდა ან საუკეთესო მხარეების ხაზგასმას, ან ნაკლის დაფარვას, ან კიდევ, არარსებულის შექმნასაც. ყველას ახსოვს, როგორ იგდებდნენ თავს საფრთხეში უწვრილესი წელის, დიდი მკერდის თუ მეტი სიმაღლის წარმოსაჩენად.

დღეს სილამაზის ინდუსტრია ბევრად უფრო მრავალფეროვანი და გამარტივებულია და პრაქტიკულად, არა მხოლოდ მაკიაჟით, არამედ სამოსის შიდა აქსესუარებითაც შესაძლებელია სულ სხვა ქალად გადაიქცე.




მაგალითად, პატარა გაქვთ მკერდი და უფრო დიდი გინდათ? პირველ რიგში, ბიუსტჰალტერი უნდა შეარჩიოთ სწორად. ადრე გოგონები ორ ბიუსტჰალტერსაც კი იცვამდნენ ამისთვის, ახლა კი ისეთები გამოდის, ისეთი შიგთავსით და ვიზუალით, რომ როგორც კი მოირგებ, მკერდი სულ სხვა ფორმას იღებს.

ასევე შეიძლება მკერდის ვიზუალურად გაზრდა მაკიაჟის მეშვეობით, ოღონდ ამას უფრო დიდი ოსტატობა უნდა.

მარტო მკერდი? მისამაგრებელი უკანალის ყიდვაც ძალიან მარტივია. მიიმაგრებ სპეციალურ სამაგრს, ამოიცვამ შარვალს ან ქვედაბოლოს და კიმ კარდაშიანის მსგავსი უკანალით გამოცხადდები.
იაპონიაში კი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ტრუსები, რომლებსაც “აქლემის თათი” ეწოდება. თავადაც მიხვდებით, რატომ ჰქვია ასე. ფაქტია, ეს სიახლეც პოპულარული გახდა და მსგავს ტრუსებზე ამოცმული მოტმასნილი შარვალი ან ელასტიკები თურმე მამაკაცებს აგიჟებთ და ათასგვარ ფანტაზიას უჩენთ.

სხვათა შორის, მამაკაცებიც ახერხებენ ტყუილებს. მაგალითად, მათთვისაც იყიდება მისამაგრებელი კუნთები და პრესი, რომელზეც მარტივად ჩამოიცვამენ მაისურს და დაკუნთულ ტიპებად წარმოჩინდებიან...


უბრალოდ ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, როცა ასეთი ეფექტებით მოპოვებული საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან რჩებიან მარტო და ამ ყველაფერს თავიდან იცილებენ, რა რჩება მათგან და როგორ მოსწონს ეს მოტყუებულს?
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.