სოფელი, სადაც ყველაზე მკერდსავსე ქალები ცხოვრობენ
ოფიციალურად ცნობილია, რომ ევროპის ყველაზე დიდმკერდა ქალები ინგლისში ცხოვრობენ. ბრიტანელების 57 პროცენტი ატარებს 4-5 ზომა ბიუსტჰალტერს. თუმცა ჰოლანდიელები, რომლებიც პატარა სოფელ ველპში ცხოვრობენ, ყველას უკან ჩამოიტოვებენ.
ველპის მცხოვრებლების მკერდის ნებისმიერ სილიკონიან ლამაზმანს შეშურდება. სოფლის თითქმის ყველა მცხოვრებს დიდი მკერდი აქვს და მის წარმოჩენაზე სულაც არ ამბობენ უარს.
ამიტომაა, რომ ამ სოფელს ტურისტი არ აკლდება.
რასაკვირველია, დიდი მკერდის ერთ-ერთი საიდუმლო ღრმად გულამოჭრილი ჰოლანდიური ტრადიციული კაბებია, და ასევე კორსეტები, რომლებიც კიდევ უფრო ხაზს უსვამს მათ ღირსებებს. თუმცა რაც არ უნდა ღრმად ამოჭრა და წელი დაივიწროვო, თუ მკერდი არ არის, იმას ვერანაირად ვერ გამოიჩენ. აქ კი პრაქტიკულად ყოველი მეორე ქალი 4-5 ზომა ბიუსტჰალტერის მატარებელია.
თავად აქაური გოგოები ამბობენ, რომ მათი სილამაზე მემკვიდრეობითია და ამ სოფლის მცხოვრებლები ყოველთვის ასეთები იყვნენ.