Header Ads

მალე თქვენს Facebook აპლიკაციაში კიდევ ერთი სიახლე იქნება სახელწოდებით ''რაკეტა''











მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სოციალური ქსელი Facebook მომხმარებლებისთვის სიახლეების ჩვენების ახალ ალგორითმს ნერგავს. Mashable-ს ცნობით, სიახლე ეტაპობრივად ხდება ხელმისაწვდომი და ბრიტანეთსა და ხორვატიაში მას უკვე იყენებენ. 

მობილურ ვერსიაში ჩნდება ნიშანი - რაკეტა, რომელზე დაკლიკების შემთხვევაშიც, სოციალური ქსელის მომხმარებლები მათთვის საინტერესო სიახლეებს ეცნობიან. 

მედიის ცნობით, სიახლეები იმ რეგიონთან იქნება დაკავშირებული, რომელშიც ფეისბუქმომხმარებელი ცხოვრობს. ასევე, დაახლეობით, იმ სფეროებთან იქნება კავშირში, რომლითაც ის ინტერესდება და შესაბამისი გვერდები აქვს მოწონებული. მუშაობის პრინციპის მიხედვით, დაახლოებით, Facebook-ის სიახლე Instagram Explore-ს ჰგავს.

Facebook-ის ოფიციალურ წარმომადგენლებს სიახლის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.



Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.