Header Ads

ასტროლოგების მტკიცებით, ტრამპს მოკლავენ და გადააყენებენ




ასტროლოგების პროგნოზი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესახებ გამოცემა Newsweek-ში გამოქვეყნდა.

21 აგვისტოს მთვარის დაბნელებისას აშშ-ს ტერიტორიის 115 კილომეტრი დაბნელდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს შეიძლება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დასასრულს მოასწავებდეს.

ასტროლოგებმა უეიდ კეივსმა და მარჯორი ორმა აგვისტოს მთავრის დაბნელების მოვლენები გაიხსენეს. სხვადასხვა წლებში ამ დროს (1909, 1927, 1945, 1963, 1981 და 1999) შემდეგი მოვლენები მოხდა: პრეზიდენტ კლინტონის იმპიჩმენტის მცდელობა, პრეზიდენ რონალდ რეიგანის მკვლელობის მცდელობა, პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობა, ჰიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედიები, პრეზიდენტს რუზველტის სიკვდილი.

„წელსაც მთვარის დაბნელება სხვადასხვა ფორმის ძალადობით იქნება გამოხატული,“-ამბობენ ასტროლოგები. ამასთან, მათივე ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მთვარის დაბნელების დროს დაიბადა და ის ასეთი მოვლენების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარეა.

მთვარის დაბნელება 21 აგვისტოს მოხდება და დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდება. დაბნელება აშშ-ის ტერიტორიაზე აისახება. 
    Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.