პრეზიდენტი მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს თანადგომას უცხადებს.
"გულის სიღრმემდე შემძრა ქართული კინოს ბრწყინვალე ვარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ. სიცოცხლეშივე ლეგენდად შერაცხული, ლიკა ქავჟარაძე იმ
იშვიათთაგანი იყო, ვინც ეკრანზე გამოჩენიდან მოყოლებული, უწყვეტად სარგებლობდა თითოეული ქართველის უპირობო სიყვარულითა და პატივისცემით. მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებ მის ხსოვნას და თანადგომას ვუცხადებ მისი ოჯხის წევრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, პირველადი მონაცემებით, მსახიობი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლებისაღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.