პრემიერ-მინისტრი მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვრიკაშვილი, მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის მუდამ დარჩება ულამაზესი ქართველი ქალის სიმბოლოდ, რომელსაც დრო ვერ გაახუნებს.
"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კინოვარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო. მჯერა, რომ ხალხის გულში ის მუდამ დარჩება ულამაზესი ქართველი ქალის სიმბოლოდ, რომელსაც დრო ვერ გაახუნებს. ვიზიარებ ლიკა ქავჟარაძის ოჯახის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მათ და მთელ საქართველოს,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა.
მსახიობი რამდენიმე საათის წინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-ს ცნობით, პირველადი მონაცემებით, მსახიობი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლებისაღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.