ლიკა ქავჟარაძე ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემამ მოკლა - მეგობარი

ლიკა ქავჟარაძე მოკლა ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემამ - ამ განცხადებას მსახიობის მეგობარი აკეთებს.
მანანა შარაშიძის თქმით, გარდაცვლილი წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ვერ იღებდა შესაბამის დახმარებას, ის კი სპეციალურ სოციალურ სერვისებს საჭიროებდა.
ლიკა ქავჟარაძის ცხედარი დღეს აბაშიძის ქუჩაზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. უწყების მტკიცებით, მსახიობის სხეულზე ძალადობის კვალი აღმოჩენილი არ არის.