ირაკლი კობახიძე: კინემატოგრაფმა ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებით უმძიმესი დანაკლისი განიცადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გგარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ის სამუდამოდ დარჩება კინოს ისტორიასა და კინომოყვარულთა ყველა თაობის მეხსიერებაში
"ქართულმა კინემატოგრაფმა და მისმა ერთგულმა მაყურებელმა უდიდესი და უმძიმესი დანაკლისი განიცადა - ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალება მხოლოდ მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების დანაკლისი არ არის. ლიკა ქავჟარაძემ დატოვა ყველაზე მთავარი მსახიობისთვის - მისი შექმნილი სახეები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება კინოს ისტორიასა და კინომოყვარულთა ყველა თაობის მეხსიერებაში. გულწრფელად ვწუხვარ და თანავუგრძნობ ყველას, ვისაც წლების განმავლობაში აღაფრთოვანებდა მისი სილამაზე, ნიჭი და სამსახიობო ოსტატობა", - ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.
მსახიობი რამდენიმე საათის წინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-ს ცნობით, პირველადი მონაცემებით, მსახიობი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლებისაღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.