ქეთა თოფურიამ დემნა გვასალიას ბრენდი "Vetements" პლაგიატიაში დაადანაშაულა

მომღერალი, ქეთა თოფურია, გარდა იმისა, რომ მუსიკალური ჯგუფი "A'Studio"-ს სოლისტია, ამავე დროს დიზაინერი და 2 წლის ულამაზესი ქალიშვილის, ოლივიას დედაა.
რამდენიმე თვის წინ, ქეთამ საკუთარი ბრენდი 'KETIone'-ი ჩამოაყალიბა და მისი ახალი კოლექციის დებიუტით წარსდგა. მალე, თოფურიას დიზაინის სამოსში, ნატალია ჩისტიაკოვი-იონოვა, ინა მალიკოვა, დაშა მალიგინა და სხვა ვარსკვლევები პოზირებდნენ.
ამ ეტაპზე კი, ქეთა და მისი ბრენდი, სკანდალის ცენტრში აღმოჩნდნენ. მომღერალმა და დიზაინერმა, ბრენდი 'Vetements'-ი, პლაგიატიაში დაადანაშაულა.
თოფურიამ, 'ინსტაგრამზე', ერთ-ერთი პიჯაკის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მისი ახალი კოლექციიდან არის.
'მარცხნივ, 'KETIone გაზაფხული-ზაფხული 2018', ხოლო მარჯვნივ - 'Vetements'. ოსტატურად იპარავთ, მეგობრებო, სათქმელი არაფერი აღარ მაქვს' - წერს ქეთა 'ინსტაგრამზე'.
მომღერლის თაყვანისმცემლები, ქეთას პასუხობენ, რომ ტამსაცმლის ბრენდს 'Vetements', ასეთი ჟეტონი(ფიშკა), დიდი ხანია აქვს - ქეთამ მოიგონა, რომ ის, პირველია.
საინტერესოა, როგორი რეაგირება ექნება, 'Vetements'-ის წარმომადგენლებს, ქეთას სკანდალურ პოსტზე.
შეგახსენებთ, რომ ტანსაცმლის ბრენდი 'Vetements', 2014 წელს, ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ შექმნა.



