Header Ads

უიტნი ჰიუსტონი ბავშვობაში საკუთარმა ბიძაშვილმა გოგონამ გააუპატიურა


ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, უიტნი ჰიუსტონი, 2012 წლის 11 თებერვალს, ტრაგიკულად გარდაიცვალა.

მალე, ეკრანებზე გამოჩნდება, დოკუმენტური ფილმი, 'Whithey', რომელიც მომღერლის, პირად ცხოვრებზე და გარდაცვალებაზე მოგვითხრობს.

პორტალი'IndieWire'-ის ინფორმაციით, ფილმში მონაწილეობს, უიტნის ძმა, ჰარი, რომელიც მომღერლის ბავშვობას იხსენებს და მისი წარსულის შესახებ, სიმართლეს საუბრობს: აღმოჩნდა, რომ მომღერალი, მისმა ბიძაშვილმა ქალმა, მომღერალმა 'Dee Dee Warwick'(დელია ჰუანიტა ვარვიკი), ბავშვობაში გააუპატიურა.

დელია - ამერიკელი მომღერალი, რომელმაც სიმღერა პირველად, ნიუ-ჯერსიში, ერთ-ერთ ტაძრის გუდში დაიწყო. ვარვიკი - ერთ-ერთი პირველია, ვინც ამერიკის შოუ-ბიზნესში, პირველად აღიარა, რომ ლესბოსელია. მომღერალი, 2008 წელს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შედეგად, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ უიტნიმ, მის დასაფლავებაზე, იმღერა კიდეც.

ფილმი, ასევე მოგვითხრობს, ჰიუსტონის და მისი ასისტენტის, პობინ კლოუფორდის ურთიერთობებზე, ბობი ბრაუნთან სკანდალურ ქორწინებაზე და ნარკოტიკებთან პრობლემების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ უიტნი ჰიუსტონი, 2012 წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი - გულის ათეროსკლეროზული დაავადება და კოკაინი გახდა. მისი გარდაცვალებიდან, 3 წლის თავზე, ზუსტად იგივე დიაგნოზით, მისი ერთადერთი ქალიშვილი, კრისტინა, გარდაიცვალა.

გოგონა, აბაზანაში გარდაცვლილი, მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშუალებები მიიღო.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.