ადა მარშანია პატრიოტებში ოცნების რამდენიმე...
ადა მარშანია პატრიოტებში ოცნების რამდენიმე...
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია ელოდება, რომ „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებში“ გადავა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ გვყავს პოტენციური მხარდამჭერები, რომლებიც თანახმანი იქნებიან ჭიჭინაძის მერე ჩვენს რიგებში გადმოვიდნენ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
მისი თქმით, გამოირიცხა, რომ ეს იქნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე, თუმცა ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.
ქართული ოცნების ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე ფრაქცია ‘საქართველოს პატრიოტებს’ ოქტომბერში შეუერთდა. ის მმართველი პარტიიდან 18 ივლისს გარიცხეს, მმართველი გუნდი კი 11 სექტემბერს დატოვა.