Header Ads

„გირჩი“ ნაციონალური მოძრაობის აქციაზე არ...

„გირჩი“ ნაციონალური მოძრაობის აქციაზე არ...

ზურაბ ჯაფარიძე და თემურ ცამციშვილი



პოლიტიკური მოძრაობა ,,გირჩი’ არ უერთდება თელავში ინაუგურაციის პარალელურად დაგეგმილ ნაციონალური მოძრაობის აქციას, – ამის შესახებ მისმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


ჯაფარიძის თქმით, ყველას აქვს შეკრების და თავისუფლების გამოხატვის უფლება, თუმცა, თუ ამის მიზანი დაძაბულობის შექმნაა, მისი თქმით, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა.


ჯაფარიძემ პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ავლაბრის სასახლის გამოყენება ბევრად კარგი მიზნებისთვის არის შესაძლებელი. ის მიიჩნევს, რომ სამთავრობო უწყებები, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქუთაისში უნდა იყოს განლაგებული.


„ჩვენი პოლიტიკური პარტია არ უერთდება ამ აქციას. ოპოზიციას კი შეკრებისა და გამოხატვის უფლება აქვს. ვიმედოვნებ, რომ ამ აქციის მიზანი არ არის ის, რომ რაღაც დაპირისპირება მოხდეს. რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ავლაბრის სასახლე საერთოდ უნდა გაიყიდოს. ჩემი აზრით, პრეზიდენტის სასახლე ქუთაისში უნდა იყოს,“- განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა.


ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციურმა ჯგუფმა „ძალა ერთობაშია“ 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, რუსთაველის ქუჩაზე  საპროტესტო აქციის ჩასატარებლად თელავის მერიის კანცელარიას 12 დეკემბერს ჩააბარა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელ პირებს აცნობა, რომ 16 დეკემბრის აქციას ერეკლე მეორის ძეგლსა და მრავალწლოვან ჭადარს შორის არსებულ პერიმეტრზე გამართავენ.


თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში 16 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს. ამის შემდეგ არჩეული პრეზიდენტი მიწვეულ სტუმრებთან ერთად წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაინაცვლებს, სადაც სადღესასწაულო მიღება გაიმართება.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.