თბილისში მომხდარი ტრაგედია – გამოკითხვაზე...
თბილისში მომხდარი ტრაგედია – გამოკითხვაზე...
ბინის მეპატრონე, სადაც CO-ს დაგროვებამ 7 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია ისნის პოლიციის სამმართველოში იმყოფება.
ცოტა ხნის წინ პოლიციის შენობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გამოკითხვაზე მყოფი ბინის მეპატრონე შეუძლოდ გახდა. მისი მდგომარეობა ახლა უკვე დამაკმაყოფილებელია და მამაკაცის ჰოსპიტალიზაცია არ გახდა საჭირო. ამის შესახებ პოლიციის განყოფილების დატოვების დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა განაცხადა
მისივე განმარტებით, მამაკაცი, რომელიც მისი ინფორმაციით, ბინის მეპატრონეა გვარად მამედოვია. ცნობილი ხდება რომ გამოკითხვაზე მამედოვთან ერთად კიდევ ერთი მამაკაცი იმყოფება.
მისი ვინაობა უცნობია.
წყარო: primetime.ge
წყარო: marshalpress.ge