Header Ads

აღმაშენებლის ხეივანში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა, რის შემდეგაც მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა











აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი. 
როგორც  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის რკინიგზის ყოფილ საავადმყოფოშია მოთავსებული.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ”ბე ემ ვეს” მარკის ავტომანქანა დედა-შვილს დაეჯახა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.
შემთხვევის გამო აღმაშენებლის ხეივანში ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია.
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.