შენ სოფლელი ხარო და სოფელში წადიო, თურმე თბილისი სხვა მოქალაქეობას საჭიროებს

“ბავშვთა სამაყაროს” დაზარალებული მოვაჭრე მაია კაცაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში აცხადებს, რომ არცერთმა სახელმწიფო უწყებამ დახმარება არ გაუწია.
მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობის მიერ ბიზნესის წამახალისებელი პროგრამები ბლეფია.
“პრემიერ-მინისტრს მივწერე წერილი. გადმომამისამართეს ბიზნესომბუდსმენის აპარატთან, რომელმაც მითხრა, ძალიან მეწყინაო, მაგრამ ვერაფრით გეხმარებიო. შემდეგ შევხვდი საკრებულოს წევრებს. მითხრეს, ძალიან გგულშემატკივრობთ, მაგრამ რა ვქნათ, ფულია რ გვაქვსო. მეწარმეთა განვითარების სააგენტოს მივაკითხეთ და შენ სოფლელი ხარო და სოფელში წადიო, ასე გამცეს პასუხი. ეს იმას ნიშნავს, რომ თურმე თბილისი სხვა მოქალაქეობას საჭიროებს. თუ საკრებულოს და მერიას თანხა არ აქვთ, არც პრეზიდენტს და სამინისტროებს, სად მიდის აბა ჩემი გადახდილი თანხები ბიუჯეტში?!”, – განაცხადა კაცაძემ.
დაზარალებული ითხოვს, მთავრობამ იმ მწერარმეების სახელი და გვარები დაასახელოს, ვისაც ხელი შეუწყო და ბიზნესი გააკეთებინა.
“ბავშვთა სამყარო” 2017 წლის 30 იანვარს დაიწვა. დაზარალებული მოვაჭრეები დღემდე აქციებით ითხოვენ ზიანის ანაზღაურებას.
