შუახევის სკოლის მასწავლებელი 1000 ლარით დაჯარიმდა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინა დარჩიძე სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა.
შუახევის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა საწავლო წლის აღსანიშნად facebook-ის საკუთარ გვერდზე ფოტო დადო, რომელზეც ჩანს, რომ სკოლის მოსწავლეებს „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ ხელში. აღნიშნული ოპოზიციაში შეფასდა, როგორც წინა საარჩევნო აგიტაცია.
