Header Ads

"თუ გწყინს, პირდაპირ უნდა უთხრა, არ დაგენანოს ურთიერთობა..." - მარიამ ოშხნელი



ჟურნალისტი, ტელეწამყვან ლევან ჯავახიშვილის მეუღლე მარიამ ოშხნელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც mshoblebi.ge ავრცელებს.
„ზოგჯერ იმდენი ემოცია გროვდება, ვერსად მიგაქვს და მერე ფიქრებად წერ, ჩემი ფიქრების შეჯამება ასეთია: 
ვისწავლე, რომ როცა ხელისგულზე ხარ და ბევრი თვალი გიყურებს, შენი წილი თავისუფლებიდან რაღაც მცირე ნაწილს თმობ, უნდა შეეგუო!
ვისწავლე, რომ საკუთარ თავს მეტად უნდა ვუსმენდე, რომ გვერდით ბევრი კი არა, ჩემი ადამიანები უნდა მყავდეს, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება მათზე ზრუნვაა და ძალიან გიმართლებს, თუ ისინიც ზრუნავენ შენზე.
ვისწავლე, რომ თუ გწყინს, პირდაპირ უნდა უთხრა, არ დაგენანოს ურთიერთობა, იმიტომ, რომ ასე მეტი შანსია გადარჩეს ის, რაც გაქვთ...
ბოდიშის მოხდა ვისწავლე, იმიტომ, რომ ამის გარეშე შეუძლებელია გააგებინო, როგორ განიცდი შეცდომას.
ვისწავლე, რომ მარტივად არაფერი მოდის, არასდროს უნდა თქვა "არ შემიძლია", უნდა გახსოვდეს, რომ შენზე მეტი შეძლეს და არც შენ უნდა დაეცე...

ვისწავლე, რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე ვისწავლო რაღაც, სხვებისგანაც, საკუთარი თავისგანაც.
ვისწავლე სირთულეების მარტივად აღქმა, დაძლევა, წუწუნის გარეშე ჯერ ვერ, მაგრამ მაინც ვუმკლავდები ადვილად.
ღიმილი ვისწავლე ალბათ მეოცეჯერ და ვცდილობ გავუნაწილო ჩემს ადამიანებს.
კიდევ ის ვისწავლე, რომ აუცილებლად გამოვნახო დრო საკუთარი ბედნიერებისთვის, იმაზე დიდ სიამოვნებას არაფერი მანიჭებს, თუ 5 წუთით მაინც ვნახავ ჩემს ადამიანებს.
ცხოვრება ისე სწრაფად გადის, რომ ყველა მნიშვნელოვანი მიღწევა წამში ხდება უმნიშვნელო, არაფერი უნდა გადადო ხვალისთვის, ხვალ ან გვიან, ან არასდროს იქნება...“, - წერს მარიამ ოშხნელი სოციალურ ქსელში.
    Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.