Header Ads

იტალიაში ქართველი სერიული მძარცველი დააკავეს




როგორც იტალიური გამოცემა Sulpanaro წერს, ქალაქ მოდენაში პოლიციამ 43 წლის ქართველი კაცი დააკავა, რომელიც რამდენჯერმე იყო ნასამართლევი ქურდობისთვის.
ამჯერად სამართალდამცავებმა ის სუპერმარკეტში აიყვანეს.

პოლიციის ინფორმაციით, მან სხვადასხვა სექციიდან პროდუქტები მოიპარა და თანხის გადახდის გარეშე გეგმავდა მაღაზიის დატოვებას. მარკეტის დაცვამ მამაკაცი გააჩერა და აღმოჩნა, რომ მას ჩანთაში სპეციალური სამალავი ჰქონდა მოწყობილი, რომელიც ალუმინის ფირფიტებით იყო გაწყობილი და შესაბამისად მაღაზიის დეტექტორებმა მოპარული ნივთები ვერ დააფიქსირეს. 

სასამართლომ მას ერთი წლითა და 4 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.