მარიამ ვალიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიმა ვალიშვილმა თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ მარიამ ვალიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე წერს.
მარიამ ვალიშვილი წერს, რომ ემშვიდობება ენერგეტიკის სამინისტროს, მაგრამ ამ სფეროში რჩება.
"ბევრი საინტერესო წელი, ბევრი საინტერესო ადამიანი, ბევრი ემოცია, ბევრი წლის მერე დავემშვიდობე ენერგეტიკის სამინისტროს, თუმცა ენერგეტიკას ვერ დავტოვებ", - წერს ვალიშვილი.
