"მუდმივი არაფერია სამყაროში" - ნინო ჩხეიძე

ნინო ჩხეიძე თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
"სანამ პრესაში გამოქვეყნდებოდა მომღერლების სია, მორჩილად ველოდებოდი ზარს ჩემს მობილურზე მაგრამ ამაოდ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს ქალაქს ჩემს ხალხს და ჩემს თაყვანისმცემლებს, ადამიანებს, ვისაც მოწონს ჩემი ნამღერი სიმღერები გაუხარდებოდათ ჩემი დანახვა თბილისობის კონცერტზე, ამ პოსტსაც იმიტომ ვწერ, რომ უმტკივნეულოდ დავაფიქსირო ჩემი მოკრძალებული აზრი – „მუდმივი არაფერია სამყაროში სიყვარულის გარდა”. ჩახედეთ ყველამ თქვენს გულებს, გადაამოწმეთ თქვენი ფიქრი და ნაბიჯიც შესაბამისი გადადგით. გულწრფელად ვულოცავ ჩემს ქალაქს წინასწარ თბილისობას და ყველა ჩემს კოლეგას ვუსურვებ წარმატებას როგორც საქმეში ასევე პირად ცხოვრებაში. მუდამ თქვენი ნინო ჩხეიძე“, - წერს მომღერალი.
