კომპანია 'ალბატროსის' თანამშრომლები სცემეს - www.saintereso.tk

მეტალო-პლასტმასებისა და კარ-ფანჯრების დამამზადებელი კომპანია "ალბატროსის" თანამშრომლები სცემეს. დაზარალებულები ავჭალის პოლიციის განყოფილებაში არიან. 4 პირი სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს.
მათი თქმით, ისინი ხელმძღვანელის მითითებით, დაცვის თანამშრომლებმა სცემეს. ადგილზე დაშავებულების ახლობლებიც იმყოფებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მუშებმა კუთვნილი ანაზღაურება მოითხოვეს.
შსს-ში "პირველს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
