'კიდობანთან' მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა (ვიდეო) - www.saintereso.tk

თბილისში, სავაჭრო ცენტრ „კიდობნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშრუტო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ავტომანქანები მალევე მივიდნენ.
დაახლოებით, 15 წუთში ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა.
მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ხანძრის ამსახველი ვიდეომასალა პირველ არხს თვითმხილველმა მიაწოდა.
