საქართველო-უელსის შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო - www.saintereso.tk

საქართველო-უელსის შეხვედრა "დინამო არენაზე" წუთიერი დუმილით დაიწყო.
ნაკრების წევრებმა საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" მეკარის, 31 წლის შოთა მამინაშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი, რომელმაც ვარჯიშზე გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დინამო არენაზე თამაში 20:00 საათზე დაიწყო, სადაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი იმართება.
