ისლამური სახელმწიფო საახალწლო სეზონზე ტერაქტებით იმუქრება

ისლამური სახელმწიფო ტერაქტების სერიით იმუქრება. დაჯგუფებამ 7 წუთიანი ვიდეო-მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც აისისის მებრძოლი მოსალოდნელ თავდასხმეზე საუბრობს.
მასში ნათქვამია რომ ტერაქტები საახალწო სეზონზე დასავლურ ქვეყნებში განხორციელდება, სამიზნე იქნება საშობაო ბაზრობები, ღამის კლუბები, ეკლესიები და საზეიმო ღონისძიებები. ტერაქტების მაღალი საფრთხის გამო გამაკცრებული უსაფრთხოების ზომები მოქმედებს საფრანგეთში, სადაც მოსახლეობას 97 000 ძალოვანი იცავს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კი ჯერ კიდევ ნოემბერში გააფრთხილა ამერიკელები, რომ ევროპის მასშტაბით საშობაო სეზონზე სიფრთხილე გამოიჩინონ.
