Header Ads

მაღალმთიან რეგიონებში პროექტების განსახორციელებლად 10 მილიონი ლარი გამოიყო

მაღალმთიან რეგიონებში პროექტების განსახორციელებლად 10 მილიონი ლარი გამოიყო. ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

3 მლნ ლარი გათვალისწინებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამისთვის „დანერგე მომავალი“ - მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის.

7 მლნ ლარი გამოიყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით შექმნილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამისათვის.

საქართველოს 3700 დასახლებიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს დაახლოებით ნახევარს.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.