Header Ads

კომპანია: ნამახვანჰესი საქართველოში ნახშირორჟანგის გამოყოფას 700 000 ტონით შეამცირებს

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად საქართველოში სასათბურე აირის, ნახშირორჟანგის გამოყოფა ყოველწლიურად დაახლოებით 700 000 ტონით შემცირდება, რაც CO2-ის, 7 %-ით ემისიის ექვივალენტურია. ამის შესახებ კომპანია Clean Energy-ში აცხადებენ. ინფორმაციას 'კომერსანტი' ავრცელებს.

თუ ნამხვანი ჰესი ჩანაცვლდება ნახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურით, რომელიც იგივე რაოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ნახშირორჟანგის გამოყოფა წლიურად  14%-ით გაიზრდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ნამახვანი ჰესის მშენებლობა ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ 2015 წელს პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას.

„ნამახვან ჰესების კასკადი“ წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში უნდა აშენდეს. პროექტი მოიცავს ორსაფეხურიან კასკადს და შედგება ნამახვანისა და ტვიში ჰესებისაგან, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეა 433 მეგავატია.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მილიონ დოლარს აჭარბებს. კასკადის ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღია 2021 წელი.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.