ქუთაისში ფეხბურთის სკოლის უფროსად მოკრივე დაინიშნა

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ #94-ე ფეხბურთის სპორტული სკოლის თანამშრომლებს ახალი უფროსი რომან თავაძე წარუდგინა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
რომან თავაძე პროფესიით იურისტია, 2008-20013 წლებში მოსკოვის ეკონომიკის, სტატისტიკის და ინფორმატიკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.
2007 წელს კრივის მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ასევე, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და 2000 დან 2014 წლამდე ეროვნული ნაკრების წევრი.
20016-2017 წლებში იყო ქ.ხონის ცენტრალური სტადიონის დირექტორი.
#94-ე სპორტული სკოლის ყოფილმა დირექტორმა მერაბ სირაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე ერთი თვის წინ დატოვა.
შეგახსენებთ, მერიის სპორტული ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი კობა ფხაკაძე თავადაც მოკრივეა.
