Header Ads

უგრეხელიძე თანამშრომლებს: თქვენ ყველაზე კარგად იცით, რა გაჟღერდა მედიაში და რა მოხდა რეალურად

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომლებს დაემშვიდობა. გამოსამშვიდობებელ სიტყვაში უგრეხელიძემ ყოფილ თანამშრომლებს განუმარტა, რის გამო დატოვა თანამდებობა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

'ჩემსს თავს ვერ მივცემდი უფლებას, თბილად არ დაგმშვიდობებოდით. 44 წლის ვარ, - მიმუშავია ძალიან ბევრ სამსახურში, ბევრ გუნდთან და ბევრ ადამიანთან ერთად, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ: ის გრძნობა, რომელიც საჯარო რეესტრში მქონდა, ჩემი მუშაობის პერიოდში, რომელსაც დღეს მე განსაკუთრებულად ვგრძნობ, არის აბსოლუტურად განსხვავებული გრძნობა. დღევანდელი საჯარო რეესტრი არის თქვენი, თითოეული თქვენგანის მაღალი პროფესიონალიზმისა და შრომის შედეგი. ესაა თქვეენი ერთგულებისა და კეთილსინდისიერების შედეგი. 

თქვენ ყველაზე კარგად იცით, რა გაჟღერდა მედიაში და რა მოხდა რეალურად. უბრალოდ, ამ ყველაფერმა ისეთი ბინძური და ჭუჭყიანი კამპანიის სახე მიიღო, რომ საჯარო მოხელეს შებოჭილი აქვს ხელები, - დაიცვას საკუთარი თავი. სწორედ იმისთვისს, რომ მე ჩემი სიმართლე დავამტკიცო და ეს სწორი გზით გავაკეთო, მე მჭირდება, ვიყო თავისუფალი'- მიმართა უგრეხელიძემ ყოფილ თანამშრომელბს.

24 მარტს ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს პაპუნა უგრხელიძეს სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა. ომბუდსმენის ოფისის დასკვნა 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა. 

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც imedinews-თან ანონიმურობის პირობის დაცვით ილაპარაკა, თქვა, რომ მისთვის მტკივნეულ საკითხზე პრესასთან ღიად ლაპარაკი რამდენიმე გარემოების გამო გადაწყვიტა. მისი თქმით სამოქალაქო აქტივისტის და CiDA-ს დირექტორის, ზვიად დევდარიანის მიმართ ბოლოდროინდელი ბრალდებები ერთადერთი მოტივატორი არ იყო.

ქალი ამბობს, რომ ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესის მიუხედავად, რომლის გავლაც მას მოუწია, დღეს პაპუნა უგრეხელიძე ისევ თანამდებობაზეა, ხოლო იმის გამო, რომ მან თავისი უფლებების დაცვა გაბედა, მის დაჩაგვრას დღემდე ცდილობს.

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად 2013 წლიდან მუშაობდა.

ამ საკითხს 26 მარტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. 

დღეს თეა წულუკიანმა პაპუნა უგრეხელიძის განცხადება, თანამდებობის დატოვების შესახებ, დააკმაყოფილა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.