Header Ads

ქუთაისის კინოთეატრში უცხოური ფილმების სუბტიტრების გარეშე ჩვენებას აპროტესტებენ

“კინო საქართველოში” ფილმებს ინგლისურ, ან რუსულ ენებზე სუბტიტრების გარეშე აჩვენებენ. ამის გამო მოქალაქეები უკმაყოფილებას სოციალურ ქსელში გამოხატავენ. კინოთეატრში კი განმარტავენ, რომ ჯერ ტესტირების რეჟიმში მუშაობენ. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

„კინოთეატრი მუშაობს ტესტირების რეჟიმში, ხდება აპარატურის ტესტირება, მათ შორის სუბტიტრების დადების კუთხით. მალე ყველა ფილმი ქართულად გახმოვანდება. უკვე ჩამოვყალიბდით ვისთან ვიმუშავებთ დუბლირების კუთხით, ასე რომ ეს დროებითი პრობლემაა”, -განაცხადა კინოთეატრის წარმომადგენელმა ზვიად ნიშნიანიძემ.

ქუთაისში, კინოთეატრი “საქართველო” 16 თებერვალს გაიხსნა.

ახალ კინოთეატრს 6 დარბაზი აქვს - 2 დარბაზი 130 ადამიანზეა გათვლილი, 2 დარბაზი 67 მაყურებელზე და ორიც VIP დარბაზი.  მაყურებელი ფილმების ნახვას 3D ფორმატშიც შეძლებს.

კინოთეატრის რეაბილიტაცია რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში 10 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.