Header Ads

აჭარაში სახანძრო უსაფრთხოების თემაზე სასტუმროების პერსონალის გადამზადება დაიწყო

აჭარაში სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით სასტუმრო სექტორის პერსონალის გადამზადება დაიწყო. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება სასტუმრო ჰილტონში გაიმართა. შეხვედრას აჭარის მთავრობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სასტუმრო სექტორში უსაფრთხოების ტრენინგი დღეს დაიწყო და ეტაპობრივად, აჭარაში მოქმედი 80-მდე განთავსების ობიექტის 320 ადამიანის გადამზადებას მოიცავს.

ტრენინგი ჩატარდება 16 ჯგუფისთვის და მასში ჩართული იქნება როგორც სასტუმროს მენეჯერები, ისე ტექნიკური მენეჯერები და თანამშრომლები. ტრენინგების თემატიკა მოიცავს შრომის და სახანძრო უსაფრთხოების წესების, რისკფაქტორების, საგანგებო სიტუაციების მართვის და მათი შეფასების საკითხებს. სასტუმროს მენეჯერების და პერსონალის გადამზადება ერთდღიან ტრენინგს მოიცავს. 4 დღიანი თეორიული და პრაქტიკული გადამზადების კურსები ჩაუტარდებათ განთავსების ობიექტების ტექნიკური პერსონალს.

2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.