Header Ads

სპორტული ჟურნალისტებისთვის კონკურსი ცხადდება


რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი საუკეთესო საუკეთესო რეპორტაჟის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს.


გამარჯვებული ჟურნალისტი/შემოქმედებითი ჯგუფი 2018 წლის 15 ნოემბერს გაემგზავრება იტალიაში, ყველაზე პრესტიჟული, „LAMBORGHINI SUPER TROFEO“-ს მსოფლიო ფინალზე დასასწრებად! მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, 4 ნოემბრის ჩათვლით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის 6 ეტაპი გაიმართება. 1 ეტაპი: 31/03/2018 - 01/04/20182 ეტაპი: 28/04/2018 – 29/04/20183ეტაპი: 09/06/2018 – 10/06/2018 4 ეტაპი: 08/09/2018 – 09/09/2018 5 ეტაპი: 12/10/2018 – 14/10/2018 6 ეტაპი: 03/11/2018 – 04/11/2018


კონკურსის პირობები: კონკურსში მონაწილე აპლიკანტმა უნდა გააშუქოს საქართველოს ჩემპიონატის ექვსივე ეტაპი, გამოქვეყნებული საინფორმაციო მასალა (ვიდეო, რადიო, ბეჭდური რეპორტაჟი) სპეციალური ჰაშთაგით აუცილებლად უნდა იქნას მონიშნული "RUSTAVI INTERNATIONAL MOTORPARK".კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტირებულ ნებისმიერ სპორტულ გამოცემას (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, ინტერნეტ გამოცემა)!ჟურნალისტი ან შემოქმედებითი ჯგუფი არაუმეტეს 2 ადამიანისა.გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება 2018 წლის 9 ნოემბერს!კონკურსი სპორტული ჟურნალისტებისთვის.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.