Header Ads

"ტატიანა დარსალიას სახელი მთელ რუსეთში ყველას პირზე აკერია..."


ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


"ტატიანა დარსალიას სახელი კემეროვსა და მთელ რუსეთში ყველას პირზე აკერია. ის კვირას, 25 მარტს სავაჭრო ცენტრის "ზიმნაია ვიშნიას" ხანძრისას გმირულად დაიღუპა.

როცა პანიკა ატყდა, 38 წლის ტატიანამ, რომელიც კემეროვოს 17-ე გიმნაზიის დირექტორის მოადგილე და ინგლისურის მასწავლებელი იყო, შენობიდან ჯერ საკუთარი გოგონა გაიყვანა, მერე უკან სხვა ბავშვების დასაბრუნებლად დაბრუნდა.

სავაჭრო ცენტრის ბოლო, მეოთხე სართულზე მისი გიმნაზიის მოსწავლეები კინოში იყვნენ.

გადარჩენის პროცესში ტატიანა დაიღუპა. დიდი რაოდენობით კვამლი ჰქონდა ჩაყლაპული.

ხანძარს 60-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. უმრავლესობა ბავშვია. დაიღუპა გუბერნატორის ოჯახის წევრიც.ტატიანა დარსალის ხვალ, 28 მარტს დაკრძალავენ."

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.