dailymail: ჰაიდი კლუმსს 16 წლით უფროსი რჩეული ჰყავს

44 წლის ცნობილმა მოდელმა ჰაიდი კლუმიმ მისი ახალი სასიყვარულო რომანის შესახებ ჭორები დაადასტურა.
აღმოჩნდა, რომ მისი ახალი რჩეული 28 წლის მუსიკოსია.
ამის შესახებ dailymail-ი წერს.
ტომას კაულიტცი ჯგუფ Tokio Hotel-ის გიტარისტია. წყვილი მანამდე ურთიერთობას საიდუმლოდ ინახავდა. თუმცა, პაპარაცებმა წყვილი რამდენიმე კვირის წინ ერთად გადაიღეს.
ამ რომანამდე ტოპმოდელი 13 წლით უმცროს ვიტო შნაბელს სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა. მანამდე კი მომღერალ სილზე იყო დაქორწინებული. წყვილი ერთად 2005-2014 წლებში ცხოვრობდა.
ჰაიდი კლუმი 4 შვილის დედაა. ელენა 13 წლისაა, ჰენრი 12-ის, იანი 11-ის და ხოლო უმცროსი ლუ 8 წლისაა.
