New Scientist: ადამიანის ორგანიზმში ახალი ორგანო აღმოაჩინეს

ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ორგანიზმში ახალი ორგანო აღმოაჩინეს. საქმე მიკროსკოპული არხების ქსელს ეხება, რომელიც სითხითაა სავსე.
ინფორმაციას New Scientist-ი ავრცელებს.
აღმოჩენა მედიკოსებმა კუჭნაწლავის ტრაქტის სანაღვლე სადინარის შესწავლისას გააკეთეს. კვლევისას დაფიქსირებული ქსოვილების ქსელი ერთგვაროვანი და მკვრივია.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ახლად აღმოჩენილი ორგანო სხვა უკვე კარგად ცნობილ ორგანოებს დაზიანებისგან იცავს.
