ქართველი მოჭიდავეები მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდნენ

მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გიორგი თოხაძე(51კგ) და გიორგი ჩხიკვაძე (60კგ) ფინალში გავიდნენ. ორივე მოჭიდავემ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს და მეორე წრის შეხვედრები წმინდად მოიგეს. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით ღამის 12 საათიდან დაიწყება.
წყარო