Header Ads

ფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის...

ფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის...




ადგილზე შექმნილია სპეციალური შტაბი, სადაც ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად კოორდინირებულ და უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.



პროცესში ჩართულია 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავების დამატებითი ძალები. გარდა ამისა, წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა. დაწეულია მდინარეში წყლის დონე და წყლის ქვეშ დამონტაჟებულია სპეციალური ბადეები.


საძიებო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება და  არ შეწყდება, ვიდრე არ იქნება ნაპოვნი 16 წლის მოზარდი.


ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებგო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.