Header Ads

ვინ არის 19 წლის ბიჭი რომელიც...

ვინ არის 19 წლის ბიჭი რომელიც...

 (რეზონანსი) თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე გაზის ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი 7 ადამიანიდან, ერთ-ერთი 19 წლის ლაშა კობახიძეა.


ის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეში ცხოვრობდა და თბილისში ახალი ჩამოსული იყო.


“გაზმა გაგვიგუდა ანგელოზივით ბიჭი. ერთი თვის წასული იყო თბილისში. სსინელ დღეში ვართ,” – აცხადებს “პრაიმტაიმთან” მეზობელი, მანანა ნუცუბიძე.


“სკოლა ახალახანს დაამთავრა. სტიქაროსანი ბიჭი იყო, ეკლესიური, კარგი ოჯახის შვილი. გაზმა გაგუდაო. მშენებლობაზე იყო დასაქმებული” – აცხადებენ კობახიძის ახლობლები.


შეგახსნებეთ, რომ თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე #67-ში, გაზის ინტოქსიკაციით 7 ადამიანი დაიღუპა.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.