Header Ads

კვლევა: მომხმარებლების უმრვლესობა...

კვლევა: მომხმარებლების უმრვლესობა...

სოცქსელები



აშშ-ში, მონაცემთა ინოვაციების ცენტრმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიზაინიც იყო დაედგინა გადაიხდიდნენ თუ არა ადამიანები ფულს იმაში, რომ ინტერნეტში მათი პირადი ინფორმაცია დაცული ყოფილიყო. ამის შესახებ Mercury News-ი წერს


კვლევის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც Facebook-ის ირგვლივ პირადი ინფორმაციის დაცულობაზე და ამ თემის რეგულაციაზე მსოფლიო ალაპარაკდა. 


როდესაც ინტერნეტის მომხმარებლებს ჰკითხეს, სურდათ თუ არა Google-სა და Facebook-ს მათზე ნაკლები პირადი ინფორმაცია შეეგროვებინათ, 67.8%-მა დადებითად უპასუხა კითხვას. 


გამოკითხულთა მხოლოდ 18%-მა გამოთქვა თანხმობა, რომ ის კვარტალურ ან თუნდაც ყოველთვიურ გადასახადს გადაიხდიდა იმაში, რომ თავისი პირადი ინფორმაცია დაცული ყოფილიყო. 


გამოკითხვაში მონაწილეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა 3,240-მა მოზარდმა მიიღო. კვლევა 2018 წლის 13-16 დეკემბერს ჩატარდა. 


Facebook-ის 15 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.


ვრცელი სტატია იმის შესახებ, თუ რა ელის Facebook-ს 2019 წელს შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.