Header Ads

რა შეიცვალა თბილისის ბაგა-ბაღების...

რა შეიცვალა თბილისის ბაგა-ბაღების...


თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის კვე­ბის მე­ნი­უ­ში გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­ის კა­ხა­ბერ გვან­ცე­ლა­ძის ინფორმაციით, ბა­ღებ­ში აღ­საზ­რდე­ლებს 2019 წლის იან­ვრი­დან გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მე­ნიუ აქვთ. გა­ი­ზარ­და რძის პრო­დუქ­ტე­ბის ულუ­ფე­ბი: რძე, ყვე­ლი, ხაჭო, მა­წო­ნი და არა­ჟა­ნი. და­ე­მა­ტა ბოსტნე­უ­ლის სა­ხე­ო­ბე­ბი, ბრო­კო­ლი, მჟა­უ­ნა, ის­პა­ნა­ხი, მწვა­ნე ხახ­ვი, რე­ჰა­ნი, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბით და მი­ნე­რა­ლე­ბით ამ­დიდ­რებს ბავ­შვთა კვე­ბას.


სა­უზ­მე გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის შეც­ვლი­ლი. ბა­ღებ­ში კვე­ბა არის სამ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი, რაც ბავ­შვს არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. კერ­ძოდ, თუ მა­ნამ­დე სა­უზ­მე­ზე იყო მხო­ლოდ ფაფა, ან მხო­ლოდ კა­რა­ქი­ა­ნი პური, ახლა სამ კომ­პო­ნენტს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია ბავ­შვს და შე­სა­ბა­მი­სად, სა­უზ­მე ყვე­ლა­სათ­ვის მი­სა­ღე­ბია.


რაც შე­ე­ხე­ბა სა­დი­ლის კომ­პო­ნენტს, აქაც გან­ხორ­ცი­ელ­და ცვლი­ლე­ბა, მშობ­ლე­ბის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე რა­ცი­ო­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლია რიგი კერ­ძე­ბი: სი­მინ­დის ფქვი­ლის პრო­დუქ­ტი, კერ­ძოდ, ფაფა და ღომი, ამო­ღე­ბუ­ლია ასე­ვე ჩი­ხირ­თმის წვნი­ა­ნი.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.