Header Ads

შუა ბათუმში მამაკაცი ავტომანქანიდან...

შუა ბათუმში მამაკაცი ავტომანქანიდან...

 ბათუმში, ევროპის მოედნის მიმდებარედ, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცმა ავტომანქანიდან ჰაერში გაისროლა.


პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მამაკაცი სამართალდამცველებმა ადგილზე გააჩერეს, იარაღი ჩამოართვეს და ექსპერტიზაზე გადააგზავნეს.


იმ შემთხვევაში, თუ იარაღი ცეცხლსასროლი აღმოჩნდა, მამაკაცს დააკავებენ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას გულისხმობს.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.