Header Ads

ისპანახი ძუძუს კიბოს განვითარების რისკს 40%-ით ამცირებს



ძუძუს კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მისგან თავის დასახსნელად. მაგალითად, არსებობს პროდუქტები, რომლებიც ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.

როგორც დადგინდა, ისპანახი ძუძუს კიბოს განვითარების რისკს 40%-ით ამცირებს. საიდუმლო კაროტინოიდებშია, რომელიც ბლოკავს არასტაბილურ მოლეკულებს - თავისუფალ რადიკალებს. ეს უკანასკნელი კი იწვევს დნმ-ის დაზიანებასა და კიბოს.

ბროკოლი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი კიბოს საწინააღმდეგოდო პროდუქტია სულფორაფანის შემცველობის გამო. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს შენაერთი ამცირებდა თაგვებში კიბოს ღეროვანი უჯრედების რაოდენობას.

სოკო ამცირებს რეპროდუქციული ასაკის ქალებში კიბოს განვითარების რისკს. სოკოში არის ანტიოქსიდანტი L-ერგოთიონეინი, რომელსაც კიბოსგან დაცვის უზრუნველყოფა შეუძლია. კურკუმა შეიცავს კურკუმინს, რომელიც აფერხებს ძუძუს კიბოს შემთხვევაში კიბოს უჯრედების გავრცელებას.
სიაში ბოლო ადგილზე ბროწეულია. ის განსაკუთრებით ეფექტურია ძუძუს ესტროგენ-დამოკიდებული ტიპის კიბოს წინააღმდეგ. ბროწეულის მარცვლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს უძლიერესი ანტიოქსიდანტი ელაგენის მჟავა. ის აინჰიბირებს იმ ფერმენტის მუშაობას, რომელიც სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.



www.saintereso.tk ვცდილობთ ყოველდღიურად მოგაწოდოთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო ინფორმაცია! გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში და გაუზიაროთ მოწოდებული სტატიები თქვენს მეგობრებს.ეს ჩვენთვის დიდი სტიმული იქნება !
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.