ყველაზე არასასურველი და სასარგებლო პროდუქტები დილით, ბავშვებისთვის დამათი მშობლებისთვის
რა უნდა ვაჭამოთ ბავშვს დილით და რითი უნდა დავიწყოთ საუზმე - ეს აუცილებელად უნდა ვიცოდეთ, მთელი დღე იდეალურად და სწორად რომ წარიმართოს.
ბავშვისთვის არც ძალიან ცხელი და ძალიან ცივიც, უზმოზე არ შეიძლება,განსაკუთრებით ახალ გამომცხვარი ცომეული, რადგან რთული მოსანელებელია.უმი ხილი და ბოსტნეულიც არ არი რეკომენდირებული, უმჯობესია შვრიის ფაფაში შევურიოთ. თუ ახალ გამოწურული წვენი გსურთ რომ დაალევინოთ, მხოლოდ ჭამის შემდეგ 20 წუთში და ცოტა წყალი შეურიეთ. უარი უნდა ვთქვათ ბუტერბროდებზე და ტკბილეულზე.
ყველაზე სასარგებლო პროდუქტები საუზმისათვის:
შვრიის ფაფა, კვერცხი, ბანანი. ყველაზე სასარგებლო შვრიის ფაფაა, იგი მდიდარია კალციუმით, მაგნიუმით, თუთიით, რკინით, მინერალებით, B1 და E ვიტამინებით. აუმჯობესებს მეხსიერებას.
ბანანი სხვა პროდუქტებთან შედარებით ძალიან კალორიულია და კარგად ანაყრებს. ბანანი შეიცავს B2, E, PP პროვიტამინებს, ასევე კალიუმს, მაგნიუმს, ცილას.
კვერცხში არი D4 ვიტამინი, რომელიც კარგად მოქმედებს გონებრივ განვითარებაზე. ასევე შეიცავს ძალიან ბევრ და საჭირო ვიტამინებს A, B, E, D ვიტამინებს, რკინას, თუთიას, ფოსფორს. ძალიან მდიდარია ცილით. მისი ხშირად მიღება ამაღლებს იმუნიტეტს და სტრესს ამცირებს.
დაიწყეთ თქვენი და თქვენი შვილების დილა სწორი კვების რეჯიმით, რათა მთელი დღე ენერგიულად და ხალისიანად გაატაროთ. არასოდეს თქვათ უარი საუზმეზე, რადგან ის მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე.
www.saintereso.tk ვცდილობთ ყოველდღიურად მოგაწოდოთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო ინფორმაცია! გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში და გაუზიაროთ მოწოდებული სტატიები თქვენს მეგობრებს.ეს ჩვენთვის დიდი სტიმული იქნება !