ილო ბეროშვილის და ბაბეტას სასტუმროში გატარებული ღამის სკანდალი
Fact2.ge-ს თვითმხილველმა უამბო, რომ რამდენიმე დღის წინ ილო ბეროშვილმა თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ორი გოგონა – ბაბეტა და მისი დაქალი მიიყვანა სადაც აღნიშნულმა სამეულმა კარგად მოილხინა, მაგრამ სასტუმროს ღირებულება არ გადაიხადეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით ილო ბეროშვილმა სასტუმრო დატოვა და ადმინისტრატორს უთხრა, რომ სასტუმროს ყველა ხარჯს გოგონები დაფარავდნენ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ბეროშვილი გოგონებს გაეპარა.
თვითმხილველი ჩვენთან საუბარში იმასაც ამბობს, რომ ნომერში თითქმის 12 საათიანი ყოფნის დროს ისმოდა გინება, სიცილი, ხუმრობა და ჭურჭლის მტვრევის ხმა. რამდენჯერმე ადამინისტრაციის გაფრთხილების მიუხედავად მათ ხმაური არ შეუწყვეტიათ.
– საშინელ ამბავში იყვნენ, დალეწეს ჭიქები, თებშები და სხვა ინვენტარი. როცა ადმინისტრაციამ ყველაფრის ანაზღაურება მოითხოვა ბაბეტამ დაიწყო უშვერი სიტყვებით გინება ილო ბეროშვილის მიმართ. ქუჩაში გავარდა და ყვიროდა მოათრიეთ ეგ ასეთი და ისეთიო. თუ ილო ბეროშვილი და ბაბეტა სასტუმროს ნომრის და დამტვრეული ინვენტარის ხარჯს სასწრაფოდ არ დაფარავენ მეპატრონე სასამართლოში ჩივილს აპირებს. მტკიცებულებად კი გადაღებულ ვიდეოს წარადგენს სადაც ნათლად ჩანს სამივე მათგანი და მათ მიერ დაზიანებული ინვენტარი – ამბობსწყარო FACT2.GE-სთან საუბარში.