Header Ads

დამსვენებელთა ყველაზე სასაცილო მოთხოვნები ტუროპერატორების მიმართ


1-ჩემს ბოკალში ყინული მალე გადნა.


2-სანამ საგზურს ვიყიდდეთ, თქვენ ვალდებული ხართ გვაცნობოთ იცხოვრებენ თუ არა სასტუმროში მოუწესრიგებელი ან ხმაურიანი ადამიანები.


3-ბროშურაში არაა მითითებული ესპანეთში რომელი მხრიდან ამოდის მზე.


4-არავინ გაგვაფრთხილა, რომ პლაჟზე ქვიშა ცხელი იქნებოდა, მასზე სიარული პრაქტიკულად შეუძლებელია.



5-დღეში 2 ტუალეტის ქაღალდზე მეტს არ მაძლევენ

6-გზა სასტუმრომდე ცუდი იყო და ამიტომ ვერ შევძელით ტურისტული გზამკვლევის წაკითხვა, ამის გამო ჩვენ ვერ დავათვალიერეთ ბევრი ადგილობრივი ღირშესანიშნაობა, რომ უფრო მხიარულად გაგვეტარებინა დრო.


7-ბერძნულ სასტუმროში ბერძნული მენიუ იყო, ამიტომ საჭმელად უახლოესი ფასტფუდში დავდიოდით.


8-ჩვენ აკვაპარკის ბილეთები შევიძინეთ, თუმცა არ გაგვაფრთხილეს, რომ საცურაო კოსტუმი და პირსახოცი უნდა გაგვეყოლებინა.


9-კოღომ მიკბინა, არავის გავუფრთხილებივარ, რომ კოღოები იკბინებიან.


10-ქვიშა სინამდვილეში უფრო მეტი იყო, ვიდრე ბროშურის ფოტოზე ჩანდა.


11-ბულგარეთში ძალიან ბევრი ბულგარელი იყო.


12-რატომ მოვუნდით იამაკიდან ინგლისამდე ფრენას 9 საათი, როდესაც ამერიკელ
ტურისტებს მხოლოდ 3 საათი სჭირდებათ? ეს არაა სამართალი!


13-სიდნეიში კენგრუ ვერ ვნახე, გაწბილებული ვარ.

14-ქუჩაში Ray-Ban-ის სათვალე ვიყიდე 5$-ად და ყალბი აღმოჩნდა.


15-ნავის რიგში გვიწევდა დგომა და რაც უფრო უარესია, ნავში არ იყო კონდიციონერი.


16-ბროშურაში მითითებული იყო, რომ ნომერში სამზარეულო ყველა საჭირო ატრიბუტით იყო აღჭურვილი..თუმცა კვერცხის საჭრელი ვერ აღმოვაჩინეთ.


17-არავინ გაგვაფრთხილა, რომ წყალში თევზი იქნებოდა.ბავშვები ძალიან შეშინდნენ.

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.