“ღრუზინი ტიპი, რომელიც როლისთვის რამეს ამიკრძალავს ჩემს გვერდით ვერ იქნება“ - ხატია წერეთელი
ხატია წერეთელის ახალმა კლიპმა და სიმღერამ, რომელშიც 5 შიშველი მამაკაცი იღებს მონაწილეობას დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ინტერნეტ-მომხმარებლების ნაწილი ამ კლიპს იუმორით შეხვდა, თუმცა არიან ისეთებიც ვინც მომღერალი გააკრიტიკა.
ხატია წერეთელმა სკანდალურ კლიპთან დაკავშირებით ინტერვიუ ჟურნალ “რეიტინგთან“ გააკეთა:
- ვისაც იუმორი აქვს, იუმორით შეხვდა ამ ნამუშევარს და თუმცა გამონაკლისებიც იყვნენ. მე მიჩვეული ვარ ხალხისგან ასეთ კრიტიკას. თამამად შემიძლია ვთქვა, მე ვარ ბულინგის ჟანა დარკი. საქართველოში “შავი პიარი“ ყველაზე კარგად მუშაობს, იმ შემთხვევაში თუ არ დამიწერდნენ მსგავს კომენტარებს, თავად გავაკეთებდი ყალბ ექაუნთებს და ჩემს თავს დავუწერდი ცუდ კომენტარებს. ვინც მლანძღავს იმ ხალხს ვეტყვი: ძალიან მიყვარხართ, რადგან უხელფასოდ მემსახურებით.
- ვინ არიან ის შიშველი ბიჭები, რომლებიც კლიპში თამაშობენ?
- ესენი არიან “გოლდენ ბრენდის“ მოდელები. რაც შეეხება ძუძუების ათამაშების სცენას, ეს დაგეგმილი არ გვქონდა, უბრალოდ თავად მოდელმა შემოგვთავაზა, მოგვეწონა და დავთანხმდით. ეს არის კლიპი სადაც
უნდა ყოფილიყო, სპორტიც, იუმორიც და სიყვარულიც.
უნდა ყოფილიყო, სპორტიც, იუმორიც და სიყვარულიც.
- ზოგმა დაწერა რომ ბუჩქებში სექსის პროპაგანდაა ეს კლიპი...
- რა ბუჩქებში სექსი და პრპაგანდა? სად დაინახეს სექსი? ვისაც რა უნდა და სადაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ ამ კლიპში სექსი ნამდვილად არ ყოფილა. კლიპში თამამი სამოსიც კი არ მაცვია. მეუბნებიან კარგი მკერდი გაქვს და კლიპში რატომ არ გამოაჩინეო, მაგრამ კლიპში გაშიშვლება არ მინდა. ცხოვრებაში ბევრად უფრო გახდილი დავდივარ. სხეულით პოპულარობას ნამდვილად არ ვაპირებ, ამიტომაც არ ვიხდი კლიპებში.
- საყვარელმა მამაკაცმა რა გითხრათ, როცა ეს კლიპი ნახა?
- საყვარელი მამაკაცი არ მყავს. ისეთი „ღრუზინი“ ტიპი, რომელიც როლისთვის რამეს ამიკრძალავს ჩემს გვერდით ისედაც ვერ იქნება.