Header Ads

ახალციხეში ცოლის დაჭრისთვის ქმარი დააკავეს

ახალციხეში ქალი დაჭრეს. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე მისი ქმარი დააკავეს. დაზზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტი "პირველს" შს სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ერთად აღარ ცხოვრობდნენ.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა) მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
    Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.