მთაწმინდის ხანძარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
მთაწმინდის ფერდობზე დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა ხანძარი. ამ დროისთვის ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია. დამწვარია 2 ჰექტარი მიწის ფართობი. სრული ლოკალიზება რამდენიმე წუთში მოხდება.
ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არის.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან შს მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ განაცხადა.
მისივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 188–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანება–გაუფრთხილებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით 1 წლამდე.