კანადაში 18 წლის გოგომ დაბადების დღეზე ჯეკპოტი მოიგო

კანადაში 18 წლის გოგომ, რომელმაც თავის დაბადების დღეზე ლატარეის ბილეთი იყიდა, ჯეკპოტი მოიგო. ამის შესახებ BBC წერს.
შარლი ლეგარდი, რომელიც კვიბეკის მკვიდრია არჩევნის წინაშე დააყენეს. მას შეუძლია ერთჯერადად 1 მილიონი დოლარი აიღოს, ან მთელი ცხოვრება კვირაში ერთხელ 1000 დოლარი აიღოს.
ფინანსურ მრჩეველთან კონსულტაციის შედეგად მან არჩევანი გააკეთა და ახლა მის ანგარიშზე ყოველ პარასკევს 1000 დოლარი დაჯდება.
ეს პირველი ლატარეის ბილეთი იყო, რომელიც იღბლიანმა კანადელმა იყიდა.
სრულად
