Header Ads

ბათუმში წლის და 4 თვის ბავშვი ფანჯრიდან გადმოვარდა


ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან წლის და 4 თვის ბავშვი გადმოვარდა.


როგორც „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.


არსებული ინფორმაციით, ბავშვი ფანჯრის რაფაზე ავიდა და წონასწორობა ვერ შეინარჩუნა.


მედიკოსების თქმით, ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.


 


 

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.