Header Ads

მედია: კემეროვოში ხანძარი შესაძლოა მიზანმიმართულად გააჩინეს

კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძარი შესაძლოა მიზანმიმართულად გააჩინეს. ამის შესახებ რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს.

'სავარაუდოდ, ხანძრის მიზეზი გარედან ღია ცეცხლის წყაროს შეტანა გახდა“, – განაცხადა წყარომ. მედიასაშუალების ცნობით, ეს მოწმეების ჩვენებებითაც დასტურდება.

სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი საბავშვო გასართობ კომპლექსში, პოროლონის კუბებით სავსე, მშრალ აუზში გაჩნდა.

რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვია. ადგილზე მისულმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტრაგედია გულგრილობისა და გაუფრთხილებლობის ბრალია.

ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსეთში მომხდარი ხანძრებიდან კემეროვოს ხანძარი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. 2003 წელს, მოსკოვის უნივერსიტეტში ხანძრისას 44 სტუდენტი დაიღუპა, დაშავდა 156. 2007 წელს კრასნოდარში, თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 63 ადამიანი ემსხვერპლა, 2009 წელს ღამის კლუბ პერმაში ხანძარმა 153 ადამიანი შეიწირა. 2015 წელს ხანძარი გაჩნდა კაზანში მდებარე სავაჭრო ცენტრშიც, რა დროსაც 19 ადამიანი დაიღუპა, 61 დაშავდა. 


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.